ჩვენს შესახებ

შპს გეოტერა არის თქვენი დანიშნულების ადგილი უმაღლესი ხარისხის თიხის სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების აღმოსაჩენად და შესაძენად. იგი ბაზარზე წარმოადგენს ორ ქართულ წარმოებას – შპს გეოკერამიკას და შპს ტერამიკას – და მათი ჰარმონიული თანამშრომლობით შექმნილი პროდუქციის ექსკლუზიურად გაყიდვის უფლებით სარგებლობს.  

საქართველოში თიხის ფილების წარმოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის, ასევე უმაღლესი ხარისხის პროდუქციის საწარმოებლად პროცესების ოპტიმალური მართვისთვის შპს გეოკერამიკამ და შპს ტერამიკამ მოახდინეს თავიანთი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების და ექსპერტიზის სინერგია. ამით უზრუნველყოფილია პროდუქციის მაღალი ხარისხი, ფართე ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები, წარმოების მასშტაბი, შეკვეთების შესრულების სისწრაფე და კლიენტებზე მორგებული მომსახურება.